#ნუმომკლავ აქციაზე შსს-მ ორი პირი დააკავა. ამის შესახებ On.ge-ს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული აქციის მონაწილეებთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ მას სხვა პირი დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსთაველის გამზირზე აქცია #ნუმომკლავ, რომელიც ხუთ საათზე დაიწყო ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები უერთდებიან. ზაზა სარალიძემ ცოტა ხნის წინ, სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.

გაიგეთ მეტი: