ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანის დაკავება იყო "გადმოგდებული" საკენკი და უმეცარი ნაბიჯი, რათა ის გაეჩერებინათ. სარალიძემ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სარალიძე ამბობს, რომ დანაშაულში მონაწილე მან უფრო მეტი ადამიანი დაასახელა და ყველა მათგანის დაკავებას ითხოვს. მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება.

ზაზა სარალიძის ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანის ბრალდების ნაწილში ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნის დააკავეს. მან ბრალი აღიარა. რაც შეეხება მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ის დანაშაულს არ აღიარებს.

გაიგეთ მეტი: