წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც რიანა Umbrella-ს არ მღერის, ხოლო ბრიტნი სპირსი ...Baby One More Time-ს. ვინ იქნებოდნენ ჩვენი ვარსკვლავები? ვის ნამღერზე გაიზრდებოდნენ თაობები?

ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ, ეს ხუთი სიმღერა, სულ სხვა მუსიკოსებისთვის დაწერეს და მხოლოდ დაწუნების შემდეგ ერგო მათ, ვინც ის ჰიტებად აქციეს.

1. ...Baby One More Time

ბრიტნი სპირსის ყველასთვის საყვარელი ჰიტი Backstreet Boys-სთვის დაიწერა, შემდეგ ის TLC-ის შესთავაზეს. ორივე მხრიდან უარყოფის შემდეგ, სიმღერა უცნობ, ამერიკელ თინეიჯერს შესთავაზეს. სიმღერამ 16 წლის ბრიტნი სპირსი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

2. Happy

სიმღერა, რომელიც 10 მილიონი ასლი გაიყიდა, ფარელმა თავდაპირველად სხვისთვის დაწერა. ეს სხვა კი სილო გრინი იყო, თუმცა მან სიმღერაზე ბოლო მომენტში თქვა უარი და ასე დარჩა ფარელ უილიამსს თავად სიმღერა, რომელმაც ოსკარის ნომინაცია და გრემი მოუტანა.

3. Umbrella

ბრიტნი სპირსის მენეჯმენტმა, შეთავაზების შემდეგ, განაცხადა, რომ ამ სიმღერისთვის ალბომში ადგილი აღარ იყო. შემდეგ ის კიდევ ორ მომღერალს შესთავაზეს, მაგრამ ყველამ დაიწუნა. საბოლოდ Umbrella რიანასთან აღმოჩნდა და ასე დაიბადა ლეგენდარული "ელა, ელა, ე, ე, ე".

4. Telephone

ლედი გაგამ, სანამ ცნობილი გახდებოდა და სტეფანი ჯერმანოტა ერქვა, სიმღერა დაწერა და ბრიტნი სპირსს შესთავაზა, ალბომისთვის Circus. როგორც ამბრელას შემთხვევაში მოხდა, ბრიტნიმ ეს სიმღერაც ალბომში ადგილის არქონის გამო დაიწუნა. რამდენიმე წელიწადში სიმღერა ბიონსესა და უკვე მეგა-ვარსკვლავ ლედი გაგას საუცხოო კოლაბორაციად იქცა.

5. Toxic

Toxic კაილი მინოუგისთვის დაიწერა, მაგრამ, როგორც ცნობილია, მინოუგმა მას ბოლომდეც არც კი მოუსმინა, ისე დაიწუნა. ამის შემდეგ, სიმღერა ბრიტნი სპირსს ერგო და მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტად იქცა.

"გული დამწყდა, რომ ეს სიმღერა ბრიტნის შესრულებით ასეთი წარმატებული გახდა. Toxic დაკარგული შანსი იყო, მასზე უარი არ უნდა მეთქვა", - თქვა კაილიმ მოგვიანებით.