ლებრონ ჯეიმსის თქმით, NBA-ის მიმდინარე სუპერფინალში მას ყოფილი თანაგუნდელი დუეინ უეიდი ძალიან აკლია.

"გარდა იმისა, რომ იგი ჩემი მეგობარია და მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, იგი პრაქტიკული თვალსაზრისითაც ძალიან დამეხმარებოდა. [...] იგი იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც მსგავსი მომენტებისთვის დაიბადა".

ამჟამად ლებრონისა და კლივლენდის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან ფინალში ისინი გოლდენ სტეიტთან ანგარიშით 3-0 მარცხდებიან.

ჯეიმსმა და უეიდმა 2012 და 2013 წელს ერთად იზეიმეს ჩემპიონობა.