ლოს-ანჯელესის დოლბის თეატრში ჯორჯ კლუნს კარიერაში მიღწეული წარმატებების გამო საპატიო ჯილდოს გადასცეს.

ჯილდო მსახიობისთვის ჯულია რობერტსს უნდა გადაეცა, თუმცა ის გადაღებების გამო ცერემონიას ვერ დაესწრო. სამაგიეროდ ვიდეო მიმართვა ჩაუწერა და ასე მიულოცა კლიუნს ეს პრიზი.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს კლუნის გვერდით იყვნენ - ქეით ბლანშეტი, ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ბილ მიურეი, ლორა დერნი, ბარაკ და მიშელ ობამები, ჯულიანა მარგულისი და ა.შ.