გველების გეშინიათ? რა თქმა უნდა ასეა, რადგან ადამიანები ამ ცივსისხლიან არსებებს საშიშროებასთან, ბოროტებასთან და ზიზღთან აკავშირებენ.

დღეს შევეცდებით დაგიმტკიცოთ, რომ ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ცხოველიც კი შეიძლება საყვარელი იყოს.

ზიჰე კორეელი არტისტია, რომელიც სეულში ცხოვრობს და წლებია რაც ადამიანებს ფერადი ტატუებით ალამაზებს.

მას უყვარს ცხოველების ხატვა, უფრო კონკრეტულად კი გველების, თანაც შეუძლებელია ზიჰეს ნამუშევრები ერთხელ მაინც ნახო და მათ მიმართ გულგრილი დარჩე.

ნახეთ კორეელი მხატვრის 15 ტატუ, რომელიც გველებზე აზრს შეგაცვლევინებთ:

ფოტო: zihee_tattoo