ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯიმ კერიმ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ძალა ტელევიზიაში კიდევ ერთხელ მოსინჯოს და Showtime-ის სერიალში, Kidding, მთავარი როლი შეასრულოს.

შოუს სიუჟეტი საბავშვო გადაცემის წამყვან ჯეფ პიქლესის (ჯიმ კერი) გარშემო ვითარდება, რომლის კარიერასა და პირად ცხოვრებაშიც ბევრი უსიამოვნება ხდება და ხვდება, რომ ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ჰგავს იმ ზღაპარს, როგორც აქამდე ეგონა.

სერიალის თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი 30 წუთი იქნება, პირველ სეზონში კი ათი სერია იქნება.