ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა და კალათბურთის ლეგენდამ კობი ბრაიანტმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ თვლის, თითქოს ლებრონის ამ გუნდის შედარება შეიძლება იმ ლეიკერსთან, რომელიც კობისთან ერთად პლეიოფში ვერ გადიოდა.

"ლებრონს ჩემთან შედარებით უკეთესი კალათბურთელი ჰყავს. კაილ კორვერი ძალიან კარგი მსროლელია. ჯეი არ სმიტი სოლიდური კალათბურთელი, რომლის შეცდომის გამოც დაივიწყეს, თუ როგორ დაეხმარა იგი გუნდს ჩემპიონობაში. მას კევინ ლავიც ჰყავს, რომელიც All-Star-ზე თამაშობს და რომელმაც ოლიმპიადაც მოიგო. როდნი ჰუნდი დასავლეთ კონფერენციაში საშუალოდ 17 ქულას აგდებდა და ტრისტან ტომპსონი, რომელმაც ძველი ფორმა დაიბრუნა. არ მესმის, ლებრონის ქების გამო, ყველა დანარჩენი რატომ უნდა დავაკნინოთ. ეს არასწორია. ამ ბიჭებს ტალანტი ნამდვილად გააჩნიათ. არ გავიყიდები იმაზე, რომ ლებრონი ცუდ თანაგუნდელებთან თამაშობს", - განაცხადა ბრაიანტმა.

დღეს დილით კლივლენდმა NBA-ის ფინალური სერიის ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.