შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმეზე იმ პირების ვინაობას გაამხელს, ვინც საქმეზე სხვადასხვა გზით გავლენას ახდენდა. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

ჯავახიძის თქმით, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია 10 ივნისამდე გასაჯაროვდება.

"გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომელთაც რაღაცა ქმედებით გავლენა მოახდინა პროცესის მონაწილეებზე. იქნებოდა ეს რაღაც ფინანსური გავლენები თუ სხვაგვარი გავლენები, რამაც გავლენა მოახდინა პროცესის მონაწილეებზე", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დავით სარალიძის მკვლელი ვერ დააკავა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სარალძის მამამ აქციები დაიწყო, იმავე საღამოს გადადგა მთავრი პროკურორი. პირველ ივნისს კი, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. იმავე დღეს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განცხადა, რომ საქმის შესწავლას იწყებენ.