როგორც უკვე იცით, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ქერათმიანი ადვოკატის მესამე ნაწილს გადაიღებენ და ვინ უნდა დაბრუნდეს მახვილგონიერი ელ ვუდსის პერსონაჟის შესასრულებლად, თუ არა საუცხოო რიზ უიზერსპუნი.

MGM-თან რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, რიზ უიზერსპუნმა დაადასტურა, რომ Legally Blonde-ის მესამე ნაწილში მთავარ როლს შეასრულებს.

მან ტვიტერზე და ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის აუზში ელის მსგავსი საცურაო კოსტიუმით ნებივრობს.

"ქერათმიანი ადვოკატი 3 სიმართლეა", - დაწერა მან

რიზის გარდა ახალ ნაწილში ვიხილავთ კირსტენ სმიტსა და კარენ მაკკულაჰს.

ფილმის პირველი ნაწილი ეკრანზე 2001 წელს გამოვიდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა