დღეს გამთენიისას გოლდენ-სტეიტმა NBA-ის ფინალურ სერიაში კლივლენდს ზედიზედ მესამე შეხვედრა მოუგო. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც 43 ქულა, 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დურანტი მატჩის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებში ბრწყინავდა.

"იგი ერთ-ერთი საუკეთესოა იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია და იმათ შორის, ვინც კი ლიგას უნახავს. [...] მისი ბურთის ტარების, სროლისა და სისწრაფის უნარი შთამბეჭდავია", - განაცხადა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლებრონმა.

43 ქულა დურანტისთვის პლეიოფში საუკეთესო მაჩვენებელია.