მისტერ რობოტის ვარსკვლავი, რემი მალეკი ახალ ფილმში FBI-ს აგენტის როლს შეასრულებს.

American Radical - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კინოსტუდია Universal გადაიღებს. სიუჟეტი კევინ მაურერისა და ტამერ ილნორის მემუარებს ეფუძნება და ის ალ ქაიდას ტერორისტული ორგანიზაციის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის რეჟისორი მისტერ რობოტის შემქმნელი, სემ ისმაილია.