სრულიად სამყარო მოუთმენლად ელის HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, Big Little Lies-ის მეორე სეზონს. გადაღებები უკვე დაწყებულია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია 2019 წელს და ახალი ნაწილის პრემიერას დაველოდოთ.

უკვე ვიცით, რომ შოუს მეორე ნაწილში ვიხილავთ სამი ოსკარის მფლობელ მსახიობ მერილ სტრიპს, რაც დამატებითი გარანტია იმისთვის, რომ ახალი სეზონი არანაკლებ საინტერესო იქნება.

რა თქმა უნდა გადაღებები ძალიან დატვირთულია და მსახიობებს განტვირთვა სჭირდებათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს დრო ამისთვისაც რჩებათ.

მსახიობები გადასაღები მოედნიდან პირდაპირ ბოულინგის სათამაშოდ წავიდნენ, თუმცა მათთან ერთდ არ იყვნენ ზოი კრავიცი და ლორა დერნი. სწორედ ამიტომ, შეილინ ვუდლიმ მეგობრებს გული არ დასწყვიტა და ფოტოშოფის მაგიას მიმართა, ამის შემდეგ მათთან ერთად ფოტოზე ზოი კრავიცი და ლორა დერნიც გამოჩნდნენ.

ამ ყველაფერში უცნაური თითქოს არაფერია, გარდა იმისა, რომ ფოტოზე HBO-ს სერიალის მსახიობებთან ერთად ბრედ პიტიც ჩანს. ფოტოს აღწერაში კი ვუდლი წერს, რომ ბრედ პიტი შოუს შეუერთდა.

ICYMI: yes, brad pitt has joined our cast. and yes, @zoeisabellakravitz and @lauradern overreacted. regram: @zoeisabellakravitz

77.1k Likes, 281 Comments - shailene woodley (@shailenewoodley) on Instagram: "ICYMI: yes, brad pitt has joined our cast. and yes, @zoeisabellakravitz and @lauradern overreacted...."

ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ინტერნეტსივრცესთან ერთად მედიაც დაინტერესებულია, რას აკეთებს ბრედ პიტი Big Little Lies-ის მსახიობებთან ერთად. სამწუხაროდ, ოფიციალური განცხადებისთვის თავს არც მსახიობები და არც შოუს პროდიუსერები იწუხებენ.