დღეს, 6 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია დაამტკიცეს. კომისიის არჩევას 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 1 იყო.

კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმებით, კვოტების მიხედვით, 9 ადგილი კომისიაში ეკუთვნის უმცირესობას - ევროპულ საქართველოს თავისი ფრაქციებით, ერთი ეკუთვნის პატრიოტთა ალიანსს. კომისიის შემადგენლობაში არ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

კომისიის სია შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

ქართული ოცნება

  • არჩილ თალაკვაძე;
  • მამუკა მდინარაძე;
  • ეკა ბესელია;
  • ანრი ოხანაშვილი;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი;
  • სოფო კილაძე.

ევროპული საქართველო

  • სერგი კაპანაძე;
  • ოთარ კახიძე;
  • ელენე ხოშტარია;
  • ირაკლი აბესაძე;
  • სერგო რატიანი;
  • ხათუნა გოგორიშვილი;
  • მამუკა ჩიქოვანი;
  • გიგა ბოკერია;
  • ირმა ნადირაშვილი.

პატრიოტთა ალიანსიდან ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი.