გუშინ, 5 ივნისს პრემიერმა, გიორგი კვირკაშვილმა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. თუმცა, განცხადებას მოქალაქეები Haha რეაქციით შეხვდნენ.

მოგვიანებით, პრემიერის ფეისბუქ განცხადებას, NGO-ების კრიტიკაზე, მოწონებები მოემატა, თუმცა მომწონებელთა უმრავლესობა ქართველი არაა, მათ Sʋŋɩɭ Rʌj, علي رزاق مهدي და მსგავსი სახელები ჰქვიათ, ნაწილის სახელი ფეისბუქზე იეროგლიფებითაა დაწერილი, ან ფოტო არ უყენია, ან ინდოელია.

ფეისბუქში მალე დაიწყეს ხუმრობა იმაზე, რომ პრემიერი თავისი განცხადების რელევანტურობის იერის მისაცემად, ყალბი მომწონებლების არმიას, იგივე "ბოტებს" ყიდულობდა.

"პრემიერის ბოტებს" თანამედროვე ყივჩაღებიც კი შეარქვეს. მას მალე მოჰყვა სასაცილო გამოხმაურებები.