თბილისის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია დღეს, 6 ივნისს მეტრო გაიხსნება. ამის შესახებ მეტროს მემანქანეების პროფკავშირების თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მერია მათ დაჰპირდათ, რომ ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ, თუმცა კონკრეტული თარიღები უცნობია.

ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს გლდანი დეპოს მიმდებარე ტერიტორიიდან.

მეტროს მემანქანეებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია დაახლოებით სამი დღის წინ დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგებოდა დღეს, 6 ივნისს მესამე დღე იქნებოდა, როცა თბილისში მეტრო არ გაიხსნებოდა.