ამერიკელმა მუსიკოსმა სელენა გომეზმა 2018 წელს თავისი პირველი სიმღერა და კლიპი Back To You გამოუშვა.

სიმღერა მისი პროდუქციით გადაღებული სერიალის, 13 მიზეზი რატომ, მეორე სეზონის საუნტრეკია. თუმცა, ახალ სიმღერაში ის საკუთარ გრძნობებზე მღერის და როგორც უცხოური მედია წერს, Back To You, სავარაუდოდ, მისი და ჯასტინ ბიბერის ურთიერთობას ეხება.

სელენამ და ჯასტინმა ურთიერთობა 2010 წელს დაიწყეს, თუმცა ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ. ყველაზე ხანგრძლივი დაშორების შემდეგ, წყვილმა ურთიერთობა 2017 წელს აღადგინა, თუმცა, როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ, ისინი კვლავ დაშორდნენ.