გვატემალა ვულკანის ამოფრქვევის შედეგებს ითვლის. ვულკან ფუეგოს უეცარი ამოფრქვევის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ეს რიცხვი არ არის დაზუსტებული და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ამოფრქვევის შედეგად ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები ვულკანური გაზებით, ფერფლითა და კლდოვანი მასალით წაილეკა. ვულკანი კვირას, 3 ივნისს გააქტიურდა.

ვულკანი ამოფრქვევა მოულოდნელი იყო ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურისთვის და შესაბამისად, შესაძლო სტიქიური უბედურების შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობდა.

ვულკანურმა ნაკადმა მთლიანად წაიღო ადგილობრივი დასახლებები და რამდენიმე ათეული ადამინი ცოცხლად დაიმარხა, მათ შორის ბევრი ბავშვია. ჯერჯერობით მხოლოდ 15 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა, ასევე არიან დაკარგულებიც.

ვულკანი ფუეგო სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ვულკანის ამოფრქვევა იმდენად მასიური იყო, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც იყო შესაძლებელი.

ფოტო: CNN.com

ფოტო: CNN.com

ფოტო: CNN.com