ავიაკომპანია Georgian Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კვირის ბოლოს საპროტესტო აქციას აანონსებს. ჯორჯიან ეარვეისის განცხადებით, დაახლოებით ერთი წელია, რაც ავიაბილეთების ფასების გაიაფებას ითხოვენ, თუმცა აეროპორტის მმართველ პარტიასთან შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც კომპანია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, საპროტესტო აქციას ტავ ურბან ჯორჯიასთან არსებული კონფლიქტის გამო გეგმავს.

"სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ, გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ ტავ ურბან ჯორჯია გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე", - წერია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.