ჰოლანდიის პრემირმინისტრმა, მარკ რუტემ, პარლამენტში შესვლისას შემთხვევით თავისი ცხელი ყავა დაღვარა. ალბათ იტყვით, რა უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდაო, მაგრამ ეს ასე სულაც არ გახლდათ.

რუტემ ტილო ითხოვა და თავისი დაღვრილი ყავა თავადვე მოწმინდა. შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს დამლაგებლების რეაქცია, რომლებიც პრემიერის გულწრფელმა და ადამიანურმა ჟესტმა აღაფრთოვანა. ისინი რუტეს დაეხმარნენ კიდევაც, საწმენდი ჯოხის სწორად გამოყენებაში.

არ ვიცით, რა ხასიათზეა ჯასტინ ტრუდო, მაგრამ მსოფლიოს აშკარად ახალი ფავორიტი პრემიერმინისტრი ჰყავს.