თბილისის საქალაქო სასამართლომ სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ On.ge-ს სარჩელის განხილვა დღეს, 5 ივნისს დაიწყო. On.ge ვარკეთილის ჩამონგრეულ მეტროსადგურზე ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს, კომპანიას კი ჰგონია, რომ მისი გასაჯაროების ვალდებულება არ აქვს.

On.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ვარკეთილისა და ახმეტელის მეტროსადგურებში ჩატარებულ რემონტზე ექსპერტულ დასკვნებს ითხოვდა. ამ დასკვნებში უნდა იყოს ასახული რა ღირებულების მოცულობითი სამუშაოები შეასრულეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა და რამდენად სწორად გადაიხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თანხა.

იანვარში ჩამონგრეულ მეტროსადგურ ვარკეთილზე ინფორმაციის არმიწოდების გამო On.ge-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სასამართლოში მარტში უჩივლა. On.ge-ს სამართლებრივ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.

ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის გამო 30 იანვარს 14 ადამიანი დაშავდა.

ამავე თემაზე: მეტრო ვარკეთილის რემონტის მიღება-ჩაბარების აქტში არ მოიპოვება ხარისხის ექსპერტიზის დასკვნა