საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან შესახვედრად მივიდა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და თუ მხარეების სურვილი იქნება, ის ჩაერთვება პროცესში.

ყველას უფლებას დავიცავ, რომ არავინ გაგათავისუფლონ და არავინ დაგაჯარიმონ", - უთხრა მემანქანეებს ნინო ლომჯარია,.

მისივე თქმით, ის უარყოფითად აფასებს სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების მიცემა არასამუშაო საათებში.

"გაფიცვა სწორედ გულისხმობს სამუშაო ვალდებულებების თავიდან აცილებას. ორივე მხარემ უნდა განაგრძოს მოლაპარაკება, რადგან ეს არის გამოსავალი. მე მოვედი, რომ გავესაუბრო მათ და გავიგო, რა მოლოდინები აქვთ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის პოზიციით, სასამართლოს მსჯელობა შრომის კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში.