ორმა უმსხვილესმა კომპანიამ, ტელევისამ და უნივისიონმა ახალი ხელშეკრულება გააფორმეს. კონტრაქტის მიხედვით ისინი ერთობლივად იმუშავებენ ტელენოველაზე Mami, რომელშიც მექსიკური სერიალების ისტორიაში პირველად, მთავარი პერსონაჟი გეი იქნება.

სერიალის სიუჟეტი ლესბოსელი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მშობლების ჰომოფობიური განწყობების გამო დაქორწინდება, თუმცა თავს ბედნიერად არ გრძნობს.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეასრულებს ტელენოველაში მთავარ როლს, თუმცა როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, სერიალში ერთ-ერთ პერსონაჟს, სავარაუდოდ დედას, პოპულარული მექსიკელი მსახიობი ვიქტორია რუფო განასახიერებს.

ახალი საპნის ოპერის გადაღება 2019 წელს იგეგმება.