ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვას აფასებს და "მძიმე ვითარებაა" ქალაქში:

"მე რატომღაც მგონია, რომ მეტროს მუშაკები, რომლებიც გაფიცულნი არიან, გარკვეულ დასკვნებს გამოიტანენ ამ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან და შეუდგებიან მუშაობას, რათა მთელი ეს ჩვენი საზოგადოება არ ჰყავდეთ მძევლად".

მემანქანეების გაფიცვას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც. მისი თქმით, მათ უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ მეტრო ის ძირითადი ტრანსპორტი, რითიც გადაადგილდებიან თბილისელები.

თბილისის მეტრო დღესაც, 5 ივნისსაც არ მუშაობს. მეტროს თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ წინ, 2 ივნისს დაიწყეს, რამაც 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს.