ამერიკელმა რეჟისორმა, ვუდი ალენმა, განაცხადა, რომ ის #MeToo მოძრაობის დიდი მხარდამჭერია. არგენტინულ გამოცემა Periodismo Para Todos-თან ინტერვიუში, მან თქვა, რომ ის ამ მოძრაობის წამყვანი სახე უნდა იყოს, როგორც კინოინდუსტრიაში ქალებთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი.

"ყველას სურს, რომ სამართლიანობა აღსრულდეს. როცა #MeToo კამპანიის მსგავსი არსებობს, მხარს უჭერ და გინდა, რომ საშინელი თავდამსმხელების განაჩენი დადგეს. იმ ადამიანების, რომლებმაც ძალიან ცუდი რამ ჩაიდინეს. და ჩემი აზრით, ეს კარგი მოძრაობაა.

ასე რომ, მე #MeToo-ს დიდი მხარდამჭერი ვარ. კარგია, როცა საჯაროდ, მზის სინათლეზე, გამოჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც უდანაშაულო ქალებსა და კაცებს ავიწროებდნენ. მე ამ მოძრაობის სახე უნდა ვიყო, რადგან ფილმებზე 50 წელია ვმუშაობ. უამრავ, ასეულობით მსახიობთან მითანამშრომლია და არცერთი იტყვის ჩემზე ცუდ რამეს, რადგან ქალებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა".

ვუდი ალენს პირველად 1992 წელს უჩივლა მისმა ყოფილმა პარტნიორმა, მია ფეროუმ, როცა მათი თანაცხოვრების დროს აყვანილმა შვილმა, დილან ფერომ, ალენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ამავე თემაზე: