თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიაჩნია, რომ მეტროს მემანქანეებმა გაფიცვით საფრთხე შეუქმნეს სხვა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. კომპანიის პოზიცია On.ge-ს იურიდიული სამსახურის უფროსმა, გიორგი გოგაძემ გააცნო.

კომპანიის იურისტმა საუბრისას განმარტა, რას გულისხმობდა სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას. მისი თქმით, მეტროს გაჩერებით თბილისში საცობები იქმნება და შესაძლოა, ამ მიზეზით სასწრაფო დახმარების მანქანას გამოძახებაზე ვერ მივიდეს.

"სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი იყო, რომ მეტროს ემუშავა ჩვეულ რეჟიმში. სწორედ ამიტომ მემანქანეებს გაფიცვა შეუზღუდა სამუშაო პროცესში, ვინაიდან მათ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობები შეესრულებინათ და საფრთხე არ მისდგომოდა სხვა ადამიანებს ზიანი", - ამბობს იურისტი.

მეტროს თანამშრომლები ხელფასის 45 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით 24 საათზე მეტია გაფიცულები არიან. ამ დრომდე უცნობია იმუშავებს თუ არა ხვალ, 5 ივნისს მეტრო. ამ გაფიცვის გამო თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება რთულია. თუმცა თბილისში საცობების პრობლემა ზოგადად არსებობს.

მეტროს მემანქანეები ამბობენ, რომ ხელფასი 2013 წლიდან არ გაზრდიათ, რასაც კომპანიაში არ ეთანხმებიან. კომპანიის იურისტმა On.ge-ს უთხრა, რომ ხელფასების ზრდა დანამატების სახით მოხდა.

ამავე თემაზე: