იგივე აზრზე ვარ, 10 რიცხვამდე ვაძლევ დროს - სარალიძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ თუ 10 ივნისამდე არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, იგივე პოზიციაზე რჩება და მოთხოვნები არ შეიცვლება. სარალიძის თქმით, პრემიერს თავის მოთხოვნებზე ესაუბრა:
"აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, რომელმა გამომძიებელმა, პროკურორმაც დანაშაული ჩაიდინა, ვინც მფარველობდა ამ პროკურორებს."
სარალიძის თქმით, შეხვედრის შემდეგ ნდობა და გამოძიების მოლოდინი არ გაჩენია. მისივე თქმით, პრემიერმა უთხრა, რომ მის გადადგომას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სარალიძის თქმით, აქციები არ შეწყდება და მოთხოვნა სისტემის დანგრევისა და მთავრობის გადადგომის შესახებ უცვლელია.
სარალიძის შეხვედრა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჩალიკაშვილებთან შეხვედრა დასრულდა. სარალიძე ოჯახთან, ომბუდსმენთან და ადვოკატებთან ერთად ხვდებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას.
კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ გუშინ, 3 ივნისს გამოთქვა. რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეხვედრას პარტიებიც დაესწრებოდნენ და შეხვედრის მიზანი იყო მთავრობის გადადგომა.
დღეს, 4 ივნისს პრემიერის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილი ზაზა სარალიძეს და ლევან დადუნაშვილის ოჯახს პოლიტიკური პარტიების გარეშე შეხვდებოდა. რაზეც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმა მასთან შეხვედრა დისკრიმინაციული მოტივებით არ ისურვა.
სარალიძემ განაცხადა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე მარტო არ შევიდოდა. მისი თქმით, შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ შვილმკვდარი მშობლებიც, საზოგადოებრივი ჯგუფებიც და პოლიტიკოსებიც. მისივე თქმით, მთავრობას ულტიმატუმებით ლაპარაკის უფლება არ ქონდა.
მოგვიანებით, ადმინისტრაციამ შესთავაზა სარალიძეს და მაჩალიკაშვილს ოჯახებთან, ომბუდსმენთან და ადვოკატებთან ერთად შეხვედროდენ მინისტრებს, რასაც სარალიძე დათანხმდა.
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
კომენტარები