გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკოს ერთ-ერთი ლიდერი ანტონიო გრიზმანი კლუბში დარჩება.

გრიზმანმა ახლობლებს ამცნო, რომ ბარსელონაში გადასვლას არ აპირებს. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებაზე ატლეტიკოს მხრიდან ხელფასის მატების შემოთავაზებამ იქონია გავლენა.

წყაროში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებით ფეხბურთელის ცოლი და და ბედნიერები არიან, რადგან მათ მოსწონთ მადრიდი.

თავად გრიზმანი კი რამდენიმე ხნის წინ აღნიშნავდა, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ცნობილს მსოფლიო ჩემპიონატამდე გახდიდა.