მალალა იუსაფზაი და ილონ მასკი - წარმოუდგენელია ინტერნეტის სამყაროში ამ ორ ცნობილ და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ადამიანზე არ იცოდე, თუმცა, მათ არც ისე ბევრი რამ აქვთ საერთო - ერთი აქტივისტია და ადმიანის უფლებებს იცავს, მეორე კი მილიარდელი ბიზნესმენი და მანქანების კომპანიის გენერალური დირექტორია.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ ორივეს აერთიანებს ის, რის გარეშეც, ცხოვრება ძალიან რთული იქნებოდა - იუმორის გრძნობა.

რამდენიმე დღის წინ, სატირულმა გამოცემა ClickHole-მა, დაწერა, რომ მანქანა, რომელიც ილონმა კოსმოსში გაუშვა, ჩამოვარდა, დედამიწაზე დაეცა და მალალა მოიყოლა.

ხუმრობა მასკმა თავის ტვიტერზე გადმოიტანა, შემდეგი წარწერით:

"რთული კვირა მქონდა"

ყველასგან მოულოდნელად, განხილვაში მალალა ჩაერთო და ყველას შეგრძნება დაუტოვა, რომ ის ადელის ფანია:

"მოგესალმები მეორე მხრიდან"

"გამარჯობა მალალა", - უპასუხა ილონმა მოჩვენების ემოჯით

"რომ იცოდე, მანქანას ვიტოვებ", - იხუმრა პაკისტანელმა უფლებადამცველმა

სულ ეს იყო, მაგრამ ამ კეთილმა ხუმრობებმა მთელ ინტერნეტს წარმოუდგენელი სიხარული მოჰგვარა. წარმოგიდგენიათ, რა ამბავში იქნებოდა ClickHole-ის სტატიის ავტორი?