BBC-ის ცნობით, სამხრეთ გერმანიის ქალაქ ანსბაქში 27 წლის სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც მუსიკალურ ფესტივალზე არ შეუშვეს.

ბომბი ფესტივალის შესასვლელთან ახლოს ამოქმედდა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, 3 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა.

აფეთქების შემდეგ საკონცერტო სივრციდან 2 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ანსბაქში აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:10 წუთზე მოხდა. ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა სულ 40 000-ია და ასევე, სწორედ იქ არის განთავსებილი აშშ-ს სამხედრო ბაზები.

რამდენიმე დღის წინ ნაჯახით შეიარაღებული ავღანელი ლტოლვილი მატარებელში თავს დაესხა მგზავრებს და 5 პირი მნიშვნელოვნად დააზიანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. 23 ივლისს მორიგ თავდასხმას გერმანიაში 10 ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი დაშავდა. როგორც გაირკვა, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, იზიარებდა ანდერს ბრეივიკის იდეებს, იყო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი, რის გამოც თანაკლასელებს ის არაერთხელ დამუქრებია მოკვლით.