American Horror Story, Scream Queens, American Crime Story და Feud-ის შემქმნელმა რაიან მერფიმა, 3 ივნისს ახალი სერიალი - Pose, წარუდგინა მაყურებელს.

სერიალის სიუჟეტიც 80-იან წლების ნიუ-იორკში განვითარდება და მანჰეტენის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ცხოვრების კონტრასტულობას გვიჩვენებს. აქ შეხვდებით მდიდრულ პერიოდს თავისი კულტურული სამყაროს წვეულებებითა და გარეუბნის სოციალურ მდგომარეობას.

აღსანიშნავი ამ ამბავში არის ისიც, რომ რაიან მერფის გადაწყვეტილებით მის ახალ შოუში მონაწილეობას ხუთი ტრანსგენდერი მსახიობი იღებს.

ემჯი როდრიგესი, ინდია მური, დომინიკ ჯეკსონი, ჰეილი სარა და ანჟელიკა როსი FX-ის ახალ სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ.

"რომ არა ტრანსგენდერი მსახიობები, ჩემი ახალი პროექტი არ შედგებოდა. ისინი უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან და ჩვენი მოვალეობაა მივცეთ საშუალება ეს ნიჭი გამოავლინონ", - ამბობს რაიანი.

FX-ის ახალ სერიალში მონაწილეობას იღებენ ივან პეტერსი, კეიტ მარა, ჯეიმს ვან დე ბიკი და ტატიანა მასლანიც.

რაიან მერფისთან ერთად შოუს შექმნაზე ტრადიციულად ბრედ ფალჩუკი მუშაობს, რომელიც სერიალისთვის სცენარს დაწერს.