ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძის თქმით, ხვალ, 4 ივნისს, 2 საათზე პრემიერთან, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეხვედრად მიდის. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა და მიზანი დიალოგის დაწყებაა. მისივე განმარტებით, შეხვედრის მიზანია მთავრობის გადადგომა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ყოველ საღამოს გაგრძელდება სოლიდარობის აქციები, რომელიც დაიწყება 18 საათზე.