ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. მისი თქმით, უფლება არ ჰქონდა არ მისულიყო, რადგან აქციაზე მას უცხადებენ მხარდაჭერას და სოლიდარობას.

"ცოტა ხნით მოვედი, თუმცა უკან უნდა დავბრუნდე, ჩემი მეუღლე ცუდადაა", - განაცხადა ზვიად სარალიძემ.

მისი თქმით, მოთხოვნები ძალაში რჩება.

"რას ნიშნავს მოთხოვნების ცვლილება? კაცი რომ სიტყვას დადებს ის არ უნდა შეასრულოს? მე ჩემს შვილს შევპირდი, რომ მისი მკვლელი დაისჯება და ყველა მისი ხელის დამფარებელი დაისჯება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ აქციაზე მყოფ მონაწილეებს სოლიდარობისთვის და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"სადაც ვიგრძნობ სრულ მხარდაჭერას ყველან ვიქნები, სისტემა უნდა დაინგრეს. სადაც სიმართლეა, იქ არის უფალი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ის ბრძოლად ბოლომდე გააგრძელებს და არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს.

"დავამარცხოთ სისტემა, რომელიც კლავს არა მარტო ჩვენს შვილებს, არამედ ჩვენს ქვეყანას", - თქვა ზაზა სარალიძემ.