ლონდონის ქუჩებში შერლოკი დაბრუნდა - BBC-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის მსახიობმა, ბენედიქტ კამბერბეჩმა, ინგლისის დედაქალაქში ველოსიპედისტი თავდასხმელებისგან იხსნა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კამბერბეჩი ცოლთან, სოფი ჰანთერთან ერთად, ლონდონის ცენტრალური ნაწილში ტაქსით გადაადგილდებოდა, როცა თავდასხმის შემსწრე გახდა.

ტაქსის მძღოლის თქმით, ბენედიქტმა სიმამაცე გამოიჩინა და სიტუაციაში ჩარევის დროს, ის საკუთარ თავზე სრულიად არ ფიქრობდა. ის იხსენებს, რომ ბენედიქტი მათკენ მირბოდა და თავდამსხმელებს უყვიროდა "თავი დაანებეთ", შემდეგ კი, ბრძოლაში ჩაერთო.

"რომ არა კამბერბეჩი, ველოსიპედისტი მძიმედ დაშავდებოდა. თითქოს ყველაფერი მართლაც სერიალში ხდებოდა, როცა ვუყურებდი, როგორ ებრძოდა შერლოკ ჰოლმსი ოთხ თავდამსხმელს ბეიკერ სტრიტის ქუჩასთან მდებარე კუთხეში".

როგორც ცნობილია, ველოსიპედისტი ადგილზე მიტანის სერვისის, Deliveroo-ს, თანამშრომელი იყო. ინციდენტის გახმაურების შემდეგ, კომპანიამ კამბერბეჩს საჯარო მადლობა გადაუხადა.