ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, საზოგადოებისგან და დაზარალებული ოჯახებისგან ნდობით აღჭურვილი პირებით.

ორგანიზატორები უნდობლობას უცხადებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებას ხვალამდე აძლევს დროს, რომ გამოიძიონ, ვინ აპირებდა ქვეყნის დესტაბილიზაციაში შეყვანას.

საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციითა და უმრავლესობით დაკომპლექტდება. კომისიას რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია "აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკის გარეშე", ვაკის პარკში დღეს, 15 საათზე დაიწყო.