საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებში ოპოზიციური ლიდერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა, დეტალურ სამოქმედო გეგმას კი ამავე აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები გაავრცელებენ.

აქციას ამ დრომდე არ ესწრება ზაზა სარალიძე. ზვიად კუპრავას თქმით, ზაზა სარალიძემ დრო ითხოვა და აქციას მოგვიანებით შეუერთდება.

აქცია გუშინ, ოპოზიციური პარტიების მიერ მას შემდეგ დაანონსდა, რაც ზაზა სარალიძემ მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

2 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან აქციის დასასრულს დაპირისპირება დაიწყო. ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ის მოკლული დათო სარალიძისთვის ბრძოლას გაგრძელებდა მამამისთან ერთად ან მის გარეშე. პარალელურად, ზაზა სარალიძე შევიდა კარავში და საზოგადოებისთვის უცნობი იყო რა მოხდა მასსა და კუპრავას შორის.

მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ. ამის შემდეგ კუპრავა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისში პოლიტიკურ პარტიებთან შესახვედრად წავიდა.

მოგვიანებით, სარალიძემ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი და კუპრავას დაპირისპირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისა და სისტემის ჩამოშლისაკენ.