პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კუპრავა და სარალიძე შეთანხმდენ და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას. აქცია ხვალ 18 საათზე განახლდება და სამოქმედო გეგმას წარადგენენ. აქციას უერთდებიან ნაციონალური მოძრაობა, ახალი საქართველო, ეროვნულ დემოკრატიული პარტია და სახელმწიფო ხალხისთვის.

პარლამენტთან აქციის დასასრულს დაპირისპირება დაიწყო. ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ის მოკლული დათო სარალიძისთვის ბრძოლას გაგრძელებდა მამამისთან ერთად ან მის გარეშე. პარალელურად ზაზა სარალიძე შევიდა კარავში და საზოგადოებისთვის უცნობი იყო რა მოხდა მასსა და კუპრავას შორის.

"ბიძინამ თქვა შედით ხალხო ბუტკაშიო, ზაზა არის კარავში", - განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, ის რჩებოდა ზაზა სარალიძის მეგობრად მაგრამ არა თანამებრძოლად. მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ. ამის შემდეგ კუპრავა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისში პოლიტიკურ პარტიებთან შესახვედრად წავიდა.

მოგვიანებით სარალიძემ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი და კუპრავას დაპირისპირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისა და სისტემის ჩამოშლისაკენ.