ზაზა სარალიძემ მოუხმო ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გააერთიანონ ძალები ამ სისტემის დასანგრევად:

"დღეს კიდევ ნათლად დავინახე რომ მთავრობა მიდის ზეწოლაზე, ყველანაირ ღონეს ხმარობს... დღემდე ვცდილობდი რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის მომეხმო და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემს გვერდით დგომა შეეძლო. ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს გააერთიანოს ძალები ამ სისტემის დასამხობად", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციაზე რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება დაიწყო, თუმცა ამ ეტაპამდე უცნობია რამ გამოიწვია ხმაური. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება კუპრავამ აქციაზე განაცხადა, რომ ის ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებდა, თუნდაც მარტო, რის შემდეგაც პარლამენტის ტერიტორიიდან გავიდა და ახლა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისში იმყოფება, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ხვდება.