ბეტი და კრისი 2016 წელს დაქორწინდნენ და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის აგვისტოში, მათი თანაცხოვრება ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ დაასრულა.

საქმე ის არის, რომ კრისი სამხედრო იყო და ქვეყნის ინტერესებს, წლების განმავლობაში, ავღანეთის ტერიტორიაზე იცავდა. სამწუხაროდ სწორედ აქ ბრძოლას შეეწირა მისი სიცოცხლეც.

"ნახვამდის ჩემო გმირო, ჩემო საყვარელო ადამიანო, ჩემო სამყაროვ, ჩემო ჯარისკაცო. შენ არასდროს დაგივიწყებენ", - ასეთი ემოციური განცხადებით გამოემშვიდობა კრისს მისი მეუღლე.

ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის 17 მარტს ქვეყანას ბეტისა და კრისის გოგო მოევლინა, რომელიც ამ ოჯახისთვის გმირი მამის სიცოცხლის გაგრძელება და ერთგვარი ნუგეში აღმოჩნდა.

"მე მინდოდა დიდი და ბედნიერი ოჯახი მქონოდა, ახლა საკუთარი გოგოს მარტო აღზრდა მომიწევს. არაუშავს, კრისის ხსოვნა უდიდეს ძალასა და მოტივაციას მაძლევს საიმისოდ, რომ სამაგალითო და ჩემი ქმრისთვის საამაყო შვილი აღვზარდო. ჩემი მეუღლე საკუთარ თანამებრძოლებს ოჯახის წევრებად, ძმებად მიიჩნევდა, ამიტომ ის არასდროს დარჩება მარტო", - ამბობს ბეტი.

ნახეთ ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპული მეგობრის ახალდაბადებულ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები, რომელიც დაგარწმუნებთ რომ ბეტი ნამდვილად არ ცდება და რომელმაც მთელი ინტერნეტი ააღელვა:

ფოტო: britt.m.harris