სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აქციაზე #ნუმომკლავ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს თინა ხიდაშელის ძმა უწყების მაღალჩინოსანია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აქციაზე განაცხადა, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააპირა მისი მოპარვა." ზვიად კუპრავამ, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია განაცხადა, რომ მათ მეგობართან მივიდა სუს-ის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, თინა ხიდაშელის ძმა, რომელმაც უთხრა, რომ დაგეგმილია პროვოკაციები.

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში მის ძმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ძმას სუს-ში არასდროს უმუშავია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თინა ხიდაშელის ძმა გამოკითხვაზე მივიდა.