"ზაზას შსს-ს და პროკურატურის დაცვა არ სჭირდება", - პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დემონსტრანტებთან ერთად უპასუხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რადგან უწყების ცნობით, არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

ამის შესახებ შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა.