შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რადგან უწყების ცნობით, არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

ამის შესახებ შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს", - განაცხადა შსს-მ.