51 სკოლიდან პარლამენტისკენ სტუდენტებისა და მოსწავლეების აქცია-მსვლელობა უკვე დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებილებს შეუერთდებიან და ზაზა სარალიძეს სოლიდარობას გამოცხადეს.

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

ფოტო: On.ge / ანასტასია რაიკი

საქართველოს პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა. აქციის მთავარი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა, სამართლიანობის აღდგენა და ხორავას ქუჩის საქმეზე მტკიცებულებების და დამნაშავეების დამალვაში მონაწილე პირების დასჯა. აქციას შეუერთდნენ, სტუდენტები, მოქალაქეები, მოსწავლეები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და არასამთავრობოები.

გუშინ, 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს და განზრახ მკვლელობიდან, მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან აქცია გამართა და შოთაძის გადადგომა და საქმეში გარეული პირების დასჯა მოითხოვა. რამდენიმე საათში ირაკლი შოთაძე გადადგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დაუსრულებელ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება. პრემიერმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს უკან იბრუნებს და გამოძიება განახლდება.