რეჟისორი ბრაიან დე პალმა ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებული ამბების შესახებ საშინელებათა ფილმის გადაღებას გეგმავს.

ფილმში ჰარვის სახელი საერთოდ არ იქნება ნახსენები და არც მისი პროტოტიპი იქნება მთავარი პერსონაჟი. რეჟისორი ამბობს, რომ ამ ჟანრისა და ისტორიის ფილმის გადაღება სწორედ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერის ამბებმა შთააგონა.

"ამ სკანდალზე ახალ ფილმს ვწერ, სავარაუდოდ ფილმს ფრანგი პროდიუსერები ეყოლება. მთვარ პერსონაჟს ჰარვი ვაინშტაინი არ ერქმევა, მაგრამ ეს იქნება საშინელებათა ფილმი აგრესორ ადამიანზე ფილმის ინდუსტრიაში", - ამბობს დე პალმა.