ანიტა რაჭველიშვილი

1 Jun. 2018, 18:32

ამ კაცს [ზაზა სარალიძეს] არ ძინავს, არ ჭამს და მოსვენება არ აქვს! ღამე იქ იყო, ვიყავი და ვუსმენდი, ახლაც იქაა! როგორ მინდა არსად არ მივფრინავდე ისევ და ჩემს ოჯახთან ერთად დავდგებოდი იქ სწორედ იმდენ ხანს,რამდენ ხანსაც თვითონ გადაწყვეტდა დადგომას!

ამ კაცის ტრაგედიას პოლიტიკურ ელფერს ნუ მისცემთ, ცდილობენ შეიძლება მის მართვას წინა მთავრობის ასევე მკვლელები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ის ამის უფლებას არავის მისცემს!

გუშინ ერთი საათის მანძილზე მოსმენილი განცხადებებიდან პოლიტიკური არც ერთი არ იყო! მთავრობის წასვლას ითხოვენ კი, მაგრამ ვინ არ მოითხოვდა ისეთი კორუმპირებული და გულგრილი მთავრობის წასვლას, როგორც ამ წუთას ჰყავს ჩვენს სამშობლოს!

თითოეული მათგანი დამნაშავეა ზაზას და ბევრი სხვა ოჯახის გაუბედურებაში! უნდა გავერთიანდეთ და სიყვარულით სავსე გულებით, როგორც ეს საქართველოს შვილებს შეგვიძლია, გავუძღვეთ გზას მომავლისკენ! მომავლისკენ სადაც ეს ნაძირლები არ იარსებებენ და კი არ გაიქცევიან, როგორც წინა და იმის წინა მთავრობის კრიმინალებმა მოახერხეს, არამედ ციხეში ჩაჯდებიან და დაუსჯელობის სინდრომსაც ბოლოს მოვუღებთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოუსმინეთ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის შვილების ახალ სიმღერას
  2. კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
  3. ქართული ფილმი "იქ, სადაც სახლია" ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
  4. ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
  5. ნახეთ "მარტოობის ასი წლის" მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი ტრეილერი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს

რა ხდება: პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და გირჩი — მეტი თავისუფლების გწევრი გელა…