მადრიდის რეალიდან წასვლის გადაწყვეტილება ზინედინ ზიდანმა საკმაოდ საინტერესო მიზეზით ახსნა. მისი თქმით, წარმატების შენარჩუნების აუცილებელი პირობა ცვლილელები იყო, რომელიც მისი წასვლის გარეშე რთულად თუ განხორციელდებოდა.

"ვიცი, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ გამარჯვებათა გასაგრძელებლად ცვლილებები იყო საჭირო. გუნდს განსხვავებული პერსპექტივა და განსხვავებული სტილი სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ წავედი. [...] ეს დამშვიდობება არ არის, ეს დროებითი განშორებაა. [...] საქმე ძალიან მარტივადაა, უნდა იცოდე, როდის წახვიდე. ჩემთან ერთად წარმატების მიღწევა უფრო რთული იქნებოდა, ეს მიმდინარე სეზონის ლა ლიგამაც აჩვენა. არ მინდა, რომ კიდევ ერთი სეზონით დავრჩე და წარუმატებელი სეზონი მქონდეს", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.