Maroon 5-მა თავის ახალ კლიპში, Girls Like You, სუპერვუმენების გუნდი შემოიკრიბა. 4-წუთიან ვიდეოში ყველას ნახავთ - შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, სპორტსმენებს, აქტივისტებს.

კამილა კაბელო, ტიფანი ჰადიში, გალ გადოტი, მილი ბობი ბრაუნი, ელენ დეჯენერესი, ჯენიფერ ლოპესი, ეშლი გრეჰემი, რიტა ორა და სხვა წრეში ცეკვავენ. ალბათ იფიქრებთ, რომ სიმღერა ქალების გაძლიერების კამპანიას ეძღვნება, თუმცა ასე არაა - ის კაცზეა, რომელიც მღერის, რომ ისეთ ქალს იმსახურებს, როგორიც გვერდით ჰყავს.

სიმღერას ამერიკელი რეპერი Cardi B უერთდება, ვიდეოს ფინალში კი, ადამ ლევინის ცოლს, ბეატი პრინსლუს და შვილს, დასტი როუზს, ვხედავთ.