2018 წლის ნოემბერში ეკრანზე Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილი გამოვა.

სანამ მეორე ნაწილის ვიხილავთ, როულინგმა უკვე დაადასტურა, რომ ფრენჩაიზის მესამე ნაწილის სცენარზე უკვე მუშაობს.

"უკვე დავიწყე მესამე ნაწილის სცენარის წერა", - ამბობს მწერალი.

რაც შეეხება ფილმის მეორე ნაწილს, Fantastic Beasts-ში ვიხილავთ ედი რედმეინს, ჯონი დეპს, ჯუდ ლოუს, კატერინ უოტერსტონს, ელისონ სუდოლს, დან ფოგლერსა და ეზრა მილერს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობას მიიღებს ზოი კრავიცი, რომელიც ლიტა ლესტრეინჯის როლს მოირგებს.