8 ივნისს კინოეკრანზე Warner Bros.-ის ახალი ფილმი - ოუშენის რვა მეგობარი გამოვა. ფილმი ოუშენის მეგობრების ახალი ვერსიაა ქალი პერსონაჟებით და ისვე როგორც წინა ფილმებში, ვარსკვლავების სიუხვე ფილმის ახალ ვერსიაშიც თვალშისაცემია: ქეით ბლანშეტი, სანდრა ბულოკი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეთევეი, სარა პოლსონი და პოპ-ვარსკვლავი რიანა მეთ გალაზე უზარმაზარი ბრილიანტის ყელსაბამის მოპარვას შეეცდებიან.

ფილმის გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ნიუ-იორკში დახურული ჩვენება მოეწყო. იქ მისულ მაყურებელს კი დიდი სიუპრიზი ელოდა. ოუშენის ახალი მეგობრები პირდაპირ დარბაზში მივიდნენ და ფანების კითხვებს უპასუხეს.