აქციაზე #ნუმომკლავ განაცხადეს, რომ ზაზა სარალიძე ღამეს პარლამენტის წინ კარავში გაათენებს, აქცია კი ხვალ 4 სააათზე განახლდება.

ძლიერი წვიმის გამო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ შეუერთდეს აქციას და მთავრობა გადაააყენოს.

აქციაზე მისული იყო პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც შეძახილების და ბოთლების სროლის ფონზე გააძევეს. მოგვიანებით პრემიერმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან შსს დაიბრუნებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს პროკურატურისგან და საგამოძიებო კომისია უმოკლეს ვადაში დაიწყებს მუშაობს. ზაზა სარალიძემ კი აღნიშნა, რომ პრემიერი მის მოტყუებას ცდილობს და ის უნდა გადადგეს.